25, სექტემბერი 2020 11:25:00
აჭარაში კორონავირუსმა კიდევ ერთი ადამიანი იმსხვერპლა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, პანციენტი 54 წლის იყო და მას თანმდევი დაავადებები ჰქონდა.
"პაციენტი, რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში 20 სექტემბერს შეიყვანეს, სასწრაფო სამედიცინო დახარების ბრიგადის მიერ, დიაგნოზით - სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ცხელება, ფილტვის 80%-ის დაზიანება. პოსტრეანიმაციული ღონისძიებების შემდეგ პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ჰქონდა რთული ანამნეზი: მკერდ უკანა ჯირკვლის კიბო, სუნთქვის უკმარისობა, გულის უკმარისობა.
კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 25 სექტემბერს 10:00 საათზე" - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.