25, სექტემბერი 2020 18:02:00
ცვლილებები ზოგადი განათლების კანონში. კანონპროექტის მიხედვით, სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვისთვის სამედიცინო პუნქტები განთავსდება. პუნქტი აღჭურვილი იქნება თანამედროვე სტანდარტების მიხედვით. ასევე შემუშავდება და დამტკიცდება სკოლის სამედიცინო პერსონალის სტანდარტი და სივრცეების ფუნქციონირების წესი. პუნქტები 2023 წლის პირველ იანვრამდე უნდა ამოქმედდეს.