28, სექტემბერი 2020 12:10:00
19 ოქტომბერს, აჭარის გარდა, ყველა რეგიონში, სტუდენტები აუდიტორიებში დაბრუნდებიან. შესაბამისად, უნივერსიტეტები და პროფესიული სასწავლებლები უკვე არადისტანციურად, აუდიტორიებში განაახლებენ ფუნქციონირებას, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე, მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ზედმიწევნით დაიცვას ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები. ჩვენ, ჩვენს ბავშვებს - უნივერსიტეტების სტუდენტებსა და სკოლების მოსწავლეებს, პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განაგრძონ მეცადინეობა“ - განაცხადა განათლებს მინისტრმა.