16, ივნისი 2017 17:11:00
მოქალაქეთა ჩართულობა ადგილობრივ თვითმმართველობის საქმიანობაში საკმარისი არ არის - დასკვნას არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ კვლევის შედეგად ავრცელებს. ირკვევა, რომ მუნიციპალიტეტების ნაწილში სამოქალაქო ჩართულობა ზოგ შემთხვევაში საერთოდ არ იყო. კერძოდ ინფორმაცია არ იქნა მიწოდებული თუ რა რაოდენობის დასახლების საერთო კრება ჩატარდა და რა პრობლემები აწუხებს მოსახლეობას. განსაკუთრებულად გამოიყო ბათუმის, ხელვაჩაურის, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტები. მესამე სექტორმა საკითხთან დაკავშირებით კვლევა აჭარის მუნიციპალიტეტებში 2015-2016 წლების მონაცემების მიხედვით აწარმოა.