28, სექტემბერი 2020 17:56:00
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო ბანერები ისევ დააზიანეს. მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, საქართველოს პარლამენტში, მიშა ბოლქვაძე ირწმუნება, რომ დანაშაული თორნიკე რიჟვაძის დავალებით, "ქართული ოცნების" აქტივისტებმა ჩაიდინეს. ამბობს, რომ მმართველ გუნდს, არჩევნების წაგების მოლოდინი აქვთ და ამ ფორმით, ოპონენტების საარჩევნო კამპანიაში ხელშეშლას ცდილობენ.