28, სექტემბერი 2020 20:07:00
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, აჭარაში 400-ზე მეტი ადამიანი კორონავირუსისგან განიკურნა. თორნიკე რიჟვაძის თქმით, რეგიონში ეპიდვითარება არის რთული, თუმცა მართვადი.
"არცერთი პაციენტი არცერთი კოვიდინფიცირებული ძირითადი სამედიცინო სერვისის გარეშე არ გვყავს. აჭარაში მთელი რიგი ახალი პროტოკოლები ამოქმედდა. დღეს მიღებული იქნა გადაწყვეტილება კოვიდ სტატუსთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს გამოჯანმრთელების კრიტერიუმებს და დღეს 400-ზე მეტი გამოჯანმრთელებული გვეყოლება, რომლებიც კოვიდ - სასტუმროებიდან და კლინიკებიდან გაეწერებიან.
ყველა ახალ კოვიდინფიცირებულთან შესაბამისი რეაგირება ტარდება, როგორც გადაუდებელი ასევე ჰოსპიტალურ ნაწილში. პაციენტებს, რომლებსაც მსუბუქ ფირმებში აქვთ, მათი ოჯახში მართვა ხდება.
ბოლო დღეებში აბსოლუტურად გავმართეთ ცხელი ხაზი და რეაგირების მექანიზმები, რაც გულისხმობს არსებული ხარვეზები მინიმუმამდე დავიყვანოთ და ასევე მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ ცხელ ხაზზე შესაბამისი სერვისები მიიღონ",- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.