7 მარტივი გზა, როგორ ვიშოვოთ ფული ინტერნეტით
რჩევა #1: გაყიდეთ ის, რასაც აღარ იყენებთ!
ჩვენ ყველას გვაქვს ათასობით ნივთი თუ მოწყობილობა, რომელსაც აღარ ვიყენებთ და არც არასოდეს გამოგვიყენებია, ეს შეიძლება იყოს წიგნები, სათამაშოები, ტექნიკა, ელექტრონიკა, ავეჯი, ველოსიპედები, მოწყობილობები და სხვ. ასეთი ნივთები, ძირითადად, მაშინ გვიგროვდება, როცა მაღაზიებში ბოდიალისას რაღაც უცებ მოგვეწონება და იმპულსურად ვიყიდით, როგორ ვიშოვოთ ფული ასეთი ნივთებით?
იმის ნაცვლად, რომ ყველა ასეთი ნივთი ტყუილად არ იკავებდეს ადგილს სხვენში და კარადაში, დაახარისხეთ და გაყიდეთ! შეგიძლიათ გაყიდოთ ონლაინ, როგორ? განათავსეთ ისეთ საიტებზე, როგორიცაა mymarket.ge ან მიიტანეთ თქვენს სახლთან ახლოს მდებარე მეორადების მაღაზიაში, შედეგად თქვენ მიიღებთ დამატებით ფულს, მეორადების ბაზრობის ხშირ სტუმრებს კი ექნებათ მეტი არჩევანი შეძენისას.
რჩევა #2: გახდით Freelancer და იმუშავეთ თავისუფალ დროს!
თუ შეგიძლიათ ვებსაიტის შექმნა, საინტერესო სტატიების წერა, ვიდეოების, სურათების დამუშავება, დოკუმენტების ფორმატირება, სხვადასხვა ენაზე თარგმნა და ა.შ. არსებობს საიტები, სადაც შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი უნარები და შესთავაზოთ სერვისი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
ერთ-ერთი ასეთი პლატფორმაა Upwork.com, დარეგისტრირდით, იპოვეთ თქვენს უნარებზე მორგებული სამუშაო და გამოიმუშავეთ თანხა სახლიდან! მართლაც, ტექნოლოგიებს თუ ფეხს აუწყობთ შეამჩნევთ, რომ ჩვენ გარშემო ფულის შოვნის უსასრულოდ ბევრი შესაძლებლობა არსებობს, შეგიძლიათ გახდეთ თვითდასაქმებული (ე.წ. Freelancer) და ეცადოთ გამოიმუშაოთ მეტი თანხა ან მოძებნოთ მსგავსი შესაძლებლობები ისევ და ისევ ონლაინ პლატფორმებით.
რჩევა #3: მოიგეთ ნივთები ebay-ს აუქციონზე და შემდეგ გაყიდეთ ისინი ბევრად ძვირად
შეგიძლიათ ebay-ს აუქციონზე, მოიგოთ ისეთი ნივთები, რომელსაც ჩამოტანის მერე ძვირად გაყიდით. იქენა ეს ტექნიკა, ტანსაცმელი თუ სხვა. ეს პროცესი სამკაოდ დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს, რადგან აუქციონს მუდმივად უნდა ადევნოთ თვალყური სანამ დასრულდება. ასევე კარგი სტრატეგაა, რომ მხოლოდ ბოლო წამზე განათავსოთ ფსონი, რათა რაც შეიძლება იაფად იყიდოთ აღნიშნული ნივთი. მარგამ არსებობს გამოსავალიც:
ქართველმა სტუდენტემა შექმნეს ახალი პროგრამა, რომელსაც ქვია auction sniper. მიუთითებთ სასურველ პროდუქტს და პროგრამა თვითონ დებს თქვენ მაგივრად. ამ სნაიპრეის დახმარებით თქვენ შეძლებთ, ერთდორულად მოიგოთ ბევრი ნივთი, ისე რომ როცა ნივთებს იგებდით იმ დროს ლოგინში გეძინათ.
რჩევა #4: შექმენით და გაყიდეთ თქვენი ხელნაკეთი ნივთები
თუ გიყვართ ქსოვა, შეგიძლიათ მოქსოვოთ ჯემპრები, შარფები ან ხელთათმანები და გაყიდოთ ინტერნეტში. თუ გაქვთ მარჯვე ხელები და სიამოვნებას იღებთ რაღაცების შექმნისგან, შეგიძლიათ გააკეთოთ ისეთი ხელნაკეთი ნივთები, როგორებიცაა:
- ყელსაბამები
- ორიგინალური ალბომი ფოტოებისთვის (ბუნებაში ნაპოვნო ფოთლებითა და ყვავილებით გაფორმებული)
- საყურეები
- დაწნული კალათები და დეკორაციული ნივთები
- ბარათები
- სათამაშოები
- ორიგინალური დეკორაციები საშობაო ან სააღდგომო თემატიკით
- და ა.შ.
ამ ხელნაკეთი ნივთების გაყიდვა შეგიძლიათ ისეთ საიტებზე, როგორიცაა მაგ. Etsy, ეს საიტი სპეციალურად ხელნაკეთი ნივთებისთვისაა მიძღვნილი, კარგი იდეაა facebook გვერდის შექმნა, რომელზეც განათავსებთ თქვენს ნივთებს და მცირე ბიზნესს წამოიწყებთ.
თუ გიყვართ ჯემების ან კომპოტების გაკეთება, ასევე ორცხობილების ან ისეთი გემრიელობების მომზადება, რომლებიც დიდხანს ინახება, შეგიძლიათ, გაყიდოთ თქვენს ირგვლივ მყოფ ნაცნობებში, მეზობლებსა თუ კოლეგებში, ხელით დამზადებული საკვები ბევრად ჯანსაღი და გემრიელია და საკმაოდ ძვირადაც ფასობს!
რჩევა #5: მიიღეთ მონაწილეობა ფასიან კვლევებში
თუ გაქვთ დრო, არსებობს ისეთი საიტები, რომლებიც მათ კვლევებში მონაწილეობის მიღებისთვის ფულს გვიხდიან, საჭიროა მხოლოდ პასუხი გასცეთ მათ გამოკითხვებს და მიიღოთ ფული, ამგვარ გამოკითხვებს ძირითადად ატარებენ ისეთი მაღაზიები, როგორებიცაა Amazon, Fnac, Carrefour, Zalando და ა.შ.
ასევე, არსებობს საიტები, მაგ. Toluna, Mysurvey, MyOpinionCounts, YourOpinion და ა.შ. შეგიძლიათ, დარეგისტრირდეთ, შექმნათ თქვენი პროფილი და მონაწილეობა მიიღოთ ფასიან კვლევებში. ქართველებმაც შეხმნეს იგივე სახის საიტი სადაც კვლევაში მონაწილეობისთვის ფულს გადაგიხდიან –
გაითვალისწინეთ, რომ ამგვარ კვლევებში მონაწილეობას სჭირდება დიდი დრო და ანაზღაურება არ არის მაღალი – თითო კვლევაზე რამდენიმე თეთრი ან ლარი.