29, სექტემბერი 2020 17:22:00
აჭარაში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 225 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულები აქამდე დადასტურებული შემთხვევების კლასტერები არიან. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, კლინიკებში 500-მდე პაციენტი მკურნალობს, მათ შორის არიან ბავშვები და ორსულები . კოვიდკარანტინებში მეთვალყურეობაზე იმყოფება 100-მდე პირი, ბინაზე კი მკურნალობას 600-მდე ინფიცირებული გადის.