30, სექტემბერი 2020 10:51:00
ინგლისში მდებარე ლინკოლშირის ველური ბუნების პარკმა ხუთი აფრიკული ნაცრისფერი თუთიყუში, განუწყვეტელი გინების გამო, იზოლირებულ გალიებში გადაიყვანა. ისინი პარკში დაახლოებით 6 კვირის წინ მიიყვანეს და კარანტინის დროს ერთ ოთახში დააბინავეს.
პარკის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, სწორედ ამ დროს აღმოაჩინეს თუთიყუშებმა, რომ გინება შეუძლიათ და ერთმანეთი წაახალისეს. სტივ ნიკოლსის თქმით, უზრდელი თუთიყუშები მისთვის უცხო არ არის.
"გასული 25 წლის განმავლობაში ჩვენ ყოველთვის გვხვდებოდნენ თუთიყუშები, რომლებიც უწმაწურ სიტყვებს იყენებდნენ. მათ გინებას ყოველთვის კომიკურად აღვიქვამთ. თუმცა, რადგან ხუთივე თუთიყუში ერთ ოთახში იყო მოთავსებული, ნიშნავდა რომ ოთახი სავსე იყო გინებებით". - თქვა ნიკოლსმა.
"თუ ისინი გინებას სხვა თუთიყუშებსაც ასწავლიან, გვეყოლება 250 უზრდელი ფრინველი, ამ შემთხვევაში არ ვიცი რა უნდა ვქნათ". - განმარტა მან.
წყარო: ტაბულა