30, სექტემბერი 2020 17:12:00
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი პროტოკოლი მიიღო, რომლის მიხედვითაც პაციენტს, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების სტატუსი განმეორებითი "პისიარ" ტესტის გარეშე მიენიჭება. თამარ გაბუნიას თქმით, რეგიონში საწოლფონდის საკმარისი რაოდენობაა. მისი განმარტებით, რეგიონში 110 საწოლია თავისუფალი. აჭარის მთავრობაში გამართული სხდომის მერე განცხადება გააკეთა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემაც. პაატა იმნაძემ აღნიშნა, რომ ბათუმის მოხუცთა თავშესაფარში კორონავირუსის შეღწევა, სამწუხარო ფაქტია. მისი თქმით, თავშესაფარში მყოფ ადამიანებს მაღალი ხარისხის მომსახურება უტარდებათ.