30, სექტემბერი 2020 17:13:00
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრად გიორგი სურმანიძე დაინიშნა. ახალი მინისტრი, დღეს, მთავრობის თავმჯდომარემ წარადგინა. იგი პროფესიით იურისტია. თორმეტი წლის განმავლობაში, სოფლის მეურნეობის სექტორში მუშაობდა. ბოლო ოთხი წელი კი ამერიკის შეერთებულ შტატებში. გიორგი სურმანიძემ ტიტე აროშიძე ჩაანაცვლა. ყოფილი მინისტრი „ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია აჭარის უმაღლეს საბჭოში.