30, სექტემბერი 2020 17:15:00
წინასწარი შეფასებით, აგვისტოში, საქართველოს ეკონომიკა 5.3%-ით შემცირდა. მონაცემებს საქსტატი ავრცელებს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის განმარტებით, იანვარ-აგვისტოს საშუალო რეალური ზრდა უარყოფითია და -5.6%-ს შეადგენს. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, კლების ტენდენცია თითქმის ყველა სექტორში გამოვლინდა.