30, სექტემბერი 2020 17:18:00
აჭარის საგზაო დეპარტამენტი, ხელვაჩაურში, მახოს ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს. სამუშაოები კაპანდიბი-ახალსოფლის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში დაიგეგმა. ხიდის რეაბილიტაცია ხვალ დაიწყება და 10 ოქტომბერს უნდა დასრულდეს. ამ პერიოში, ხიდზე სრულად შეიზღუდება ტრანსპორტით მოძრაობა. მძღოლებს გადაადგილება თხილნარი-ჭარნალი-ახალსოფლის საავტომობილო გზით შეეძლებათ.