30, სექტემბერი 2020 21:45:00
ინგა შამილიშვილი პოლიტიკურ ასპარეზზე კვლავ გამოჩნდა. აჭარის განათლების ყოფილ მინისტრთან ერთად, პოლიტიკას ხულოს ყოფილი მერი - გოჩა მელაძეც დაუბრუნდა. „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები ოპოზიციაში ინაცვლებენ და პარტია ,,ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსის“ პროპორციულ სიაში არიან. ხელისუფლების ოპონენტები ახლა პარლამენტში მოსახვედრად იბრძვიან. რაც შეეხება პარტიის სხვა მაჟორიტარებს, ბათუმის სახელით მანდატის მოპოვებას მარიამ ჯაში შეეცდება, მაღალმთიანი აჭარიდან კი ამირან მალაყმაძე. "სოლიდარობის ალიანსმა", დღესვე, აჭარის უმაღლეს საბჭოში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიც დაასახელა. ბათუმის ოლქიდან კენჭს გოჩა გუგუნავა იყრის, ქობულეთიდან - ლაშა ვერულიძე, ხოლო მაღალმთიანი აჭარიდან - ანჟელა ვერძაძე.