01, ოქტომბერი 2020 11:17:00
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, რეგიონში კორონავირუსს 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ეს ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების მე-40 შემთხვევაა.
ნინო ნიჟარაძის ცნობით, გარდაცვლილი 81 წლის კაცი, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა, მას თანმდევი ქრონიკული დაავადებები (ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის ქრონიკული დაავადების გამწვავება) ჰქონდა. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე რთულად შეფასდა.
შეგახსენებთ, დღეს კოვიდ19-ის 241 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.