16, ივნისი 2017 20:35:00
სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლების დანიშვნის საკითხს ამიერიდან აჭარის განათლების სამინისტრო განიხილავს და ამისთვის საქართველოს განათლების მინისტრის თანხმობა საჭირო აღარ იქნება. ლადო მგალობლიშვილის საკანონმდებლო ინიციატივას საქართველოს პარლამენტში დეპუტატებმა მხარი უკვე დაუჭირეს. 84 ხმით არცერთის წინააღმდეგ პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით დღეს დაამტკიცა.