06, ოქტომბერი 2020 18:30:00
ამ წუთებში ბათუმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები სესხების უპროცენტოდ გადავადებასა და სახელმწიფოს მიერ დაწესებული კონპენსაციის გაზრდას ითხოვენ. ითხოვენ საზღვრების გახსნას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენას, საპენსიო დანაზოგის დაბრუნებას, ქირით მცხოვრებთა დახმარებას და ბავშვების საგანმანთლებლო დაწესებულებებში დაბრუნებას. ასევე, სურთ, სტუდენტებს წართმეული სტატუსი დაუბრუნდეთ.