06, ოქტომბერი 2020 17:22:00
ბათუმში "მედეა"-ს ძეგლი შესაძლოა დაიშალოს და მის ნაცვლად ახალი აიგოს. ეს იმ შემთხვევაში, თუ კი სპეციალისტები დადებენ დასკვნას, რომ იგი რეაბილიტაციას აღარ ექვემდებარება. საქმე იმაშია, რომ ძეგლს ფილები სცვივა და შედეგად დაზიანდა კვარცხლბეგიც. ახლა ტერიტორია უსაფრთხოებიდან გამომდინარე, შემოსაზღვრულია. მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ხელმძღავნელი ამბობს, რომ თბილისიდან სპეცილაისტები ჯგუფმა - "კოლეჯი 21-ე"-მ მოიწვია. ეს ის ჯგუფია, რომელსაც ქალაქში ძეგლების მოვლა-პატრონობა ევალება. ქანდაკება, ევროპის მოედანზე 2007 წლის 6 ივლიის გაიხსნა.