06, ოქტომბერი 2020 17:23:00
ბათუმში, საცხოვრებელი სახლების ეზოებში, მიწისქვეშა კომუნიკაციის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
სანიაღვრე და წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია ჯამში 56 მისამართზე განხორციელდება. ამ ეტაპზე სამუშაოები გორგასლის ქუჩაზე მიმდინარეობს. პროექტი დეკემბრის ბოლომდე დასრულდება. ბიუჯეტი მილიონ-ნახევარი ლარია.