19, ივნისი 2017 14:10:00
სოფელ მარადიდის მოსახლეობამ ჰესის სამშენებლო სამუშაოების შეწყვეტა სცადა. ისინი კომპანია ,,აჭარ ენერჯი 2007" ის ოფისთან შეიკრიბნენ და მიწების დათმობის სანაცვლოდ განსაზღვრული კომპენსაციების რაოდენობა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები კომპანიის წარმომადგენლებთან ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს ითხოვენ. მოგვიანებით, მარადიდის მოსახლეობას ხელვაჩაურის გამგებელი და აჭარის უმაღლეს საბჭოში მუნიპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი შეხვდნენ და ,,აჭარ ენერჯი 2007"თან შუამდგომლობას დაჰპირდნენ. აქციაზე იმყოფებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, რომლებმაც კომპანიის წარმომადგენელთან შეხვედრა მოახერხეს და მოსახლეობას ინვესტორების წინადადებები გააცნეს.