07, ოქტომბერი 2020 17:16:00
უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის 31 ფაქტი გამოავლინეს სამართალდამცველებმა. დანაშაულში მხილებული პირებისგან, ამოღებულია, მარკირებას დაქვემდებარებული, სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების, ჯამში 58 770 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება 240 000 ლარს აღემატება. დანაშაული 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.