ხუთშაბათი 29, ივნისი 2017

დაკავება სარფში

19, ივნისი 2017 14:06:00

საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საბაჟო - გამშვები პუნქტი ,,სარფის" გავლით, გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს ტერიტორიაზე, საბაჟო წესების დარღვევით გადმოიტანა დეკლარირებას დაქვემდებარებული, დიდი ოდენობით, 333 გრამი ოქროს  ნაკეთობები, რომლის საბაჟო ღირებულებამ 24 ათას 197 ლარი შეადგინა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

 


დღის ამბები