კვირა 22, ოქტომბერი 2017

ახალი პროგრამა თანდაყოლილი მანკების გამოვლენისათვის

19, ივნისი 2017 19:58:00

ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება და ახალი პროექტი, რომლითაც აჭარაში ახალშობილთა გულის თანდაყოლილი მანკების დროული გამოვლენა უნდა გაუმჯობესდეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში დღეს „როსტროპოვიჩ-ვიშნევსკაიას ფონდის“ წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. სამმხრივ ხელშეკრულებას ხელი აღნიშნული ფონდის, სამინისტროსა და პროექტში ჩართული კლინიკების წარმომადგენლებმა მოაწერეს. გარდა დიაგნოსტირებისა, პროექტის მიზანია თანდაყოლილი პათოლოგიებით დაბადებული ახალშობილებისათვის  დროული მკურნალობის დაგეგმვა. პროექტში ჩართულ კლინიკებს სპეციალური ხელსაწყო - პულსოქსიმეტრი დაგაეცემა, ამერიკელი სპეციალისტები კი ნეონატოლოგებს ამ ხელსაწყოს გამოყენებაში დაატრენინგებენ.