19, ივნისი 2017 14:02:00
დღეს საჯარო და კერძო სკოლებში საატესტატო გამოცდები დაიწყო. მე-11 კლასელები თავიანთ ცოდნას გეოგრაფიაში გამოცდიან. გამოსაშვები გამოცდები 4 დღეს გაგრძელდება, მომდევნო დღეებში მოსწავლეები გამოცდას ბიოლოგიის, ფიზიკისა და ქიმიის საგნებში ჩააბარებენ. ის ვინც წელს ბარიერს ვერ გადალახავს, გამოცდის ჩაბარების კიდევ ერთი შანსი მეთორმეტე კლასის საატესტატო გამოცდაზე მიეცემა.