12, ოქტომბერი 2020 11:54:00
ხაშურში, გომის გზაზე მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა. მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა და იგი, ადგილზე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით ითვალისწინებს.