სამშაბათი 16, ივლისი 2019

ინგა შამილიშვილი: „თხილვანას სკოლა არ დაიხურება“

21, იანვარი 2017 11:41:00

„სოფელ თხილვანას საჯარო სკოლა ფუნქციონირებას არ შეწყვეტს“ - ამის შესახებ ჟურნალისტებს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა განუცხადა. იმ შემთხვევაში თუ სოფელიდან ადგილობრივების განსახლებას მოხდება რა ფორმით გააგრძელებს სკოლის ადმინისტრაცია მუშაობას ინგა შამილიშვილმა ჯერ არ იცის. ამბობს, რომ ამ მიმართულებით მუშაობენ და რამდენიმე ვერსიაც განიხილება, თუმცა დაკონკრეტებისგან იგი თავს იკავებს. შეგახსენებთ, რომ თხილვანაში განვითარებული მეწყრული პროცესის შედეგად, გეოლოგების დასკვნის საფუძველზე სოფელში ცხოვრება სიცოცხლისთვის საშიშია. სწორედ ამიტომ რეგიონის მთავრობა ადგილობრეივებთან განსახლების მიზნით მოლაპარაკებებს დღემდე აწარმოებს.


დღის ამბები