კვირა 22, ოქტომბერი 2017

11-12 მარტის საქმეზე ბრალდებულების ახლობლებმა რამდენიმე წუთით ჭავჭავაძის ქუჩა გადაკეტეს

19, ივნისი 2017 14:12:00

„თავისუფლება  უკანონო პატიმრებს“  - 11-12 მარტის საქმეზე ბრალდებულების მშობლებმა სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვეს და ქუჩაში გადაინაცვლეს. დაკავებულების ახლობლებმა რამდენიმე წუთით ჭავჭავაძის ქუჩა გადაკეტეს. სატრანსპორტო მიმოსვლის შეზღუდვის გამო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა.  დაკავებულების ოჯახის წევრები ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვენ. წინააღდეგ შემთხვევაში მასშტაბურ აქციებს აანონსებენ.