კვირა 17, დეკემბერი 2017

სასამართლო სხდომა ნახევრად ცარიელ დარბაზში

19, ივნისი 2017 14:11:00

ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომა ნახევრად ცარიელ დარბაზში  მიმდინარეობს.  მოსამართლე ირაკლი შავაძე მხარეების შუამდგომლობებს ისმენს  და მტკიცებულობების დასაშვებობაზე მსჯელობს.  სხდომა პროტესტის ნიშნად დაკავებულის ახლობლებმა დატოვეს. მათ პროკურატურა ტყუილში დაადანაშაულეს. რამდენიმე წუთში პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს ბრალდებულებმაც. თუმცა  დაცვის და ბრალდების მხარის მოთხოვნით პროცესი გაგრძელდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოში 11-12მარტს ბათუმის მოვლენებზე სსკ-ით დაპატიმრებული 9 პირის საქმე განიხილება.