კვირა 17, დეკემბერი 2017

„ნაციონალური მოძრაობა“ აჭარის მთავრობას გარიგებაში ადანაშაულებს

19, ივნისი 2017 20:03:00

„ნაციონალური მოძრაობა“ აჭარის მთავრობას გარიგებაში ადანაშაულებს. ოპოზიციის მტკიცებით, ყოფილი „მზიურის“ ტერიტორია კორუფციული სქემით გასხვისდა. მირდატ ქამადაძე ირწმუნება, რომ „მზიური“ 2016 წლის სექტემბერში კერძო კომპანიას პირდაპირი მიყიდვის წესით იაფად გადაეცა, ახლა კი მის გაყიდვას მაღალ ფასად გეგმავს.  აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ ტერიტორია კანონის შესაბამისად გასხვისდა. გელა ცინცაძის  განმარტებით,  კომპანიასთან დაახლოებით 4 მილიონი ლარის საინვესტიციო ხელშეკრულება გაფორმდა, რაც შეეხება გადაწყვეტილებას, ტერიტორიის ხელახალი გასხვისების საკითხთან დაკავშირებოით, სამისნიტროს იურისტი განმარტავს, რომ განცხადება მართლაც მიიღეს, თუმცა ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღიათ.  

ავტორი(ები)

358