19, ივნისი 2017 20:02:00
წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში დაზიანებული სახურავის გამო, ფრესკების ნაწილი დაზიანებულია. შენობა ძეგლის სტატუსს ატარებს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კანონში ვკითხულობთ, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობა ობიექტის მესაკუთრის ვალდებულებაა. ამ შემთხვევაში წმ. ნიკოლოზის ეკლესიის გუმბათის აღდგენაზე, როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ, ასევე საქართველოს საპატრიარქომ უნდა იზრუნოს. როდის შეკეთდება დაზიანებული სახურავი და ვინ აღადგენს დაზიანებულ ფრესკებს?