16, ოქტომბერი 2020 17:58:00
ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, გარემოვაჭრეები, წლის ბოლომდე, გადასახადებისგან თავისუფლდებიან. საკრებულოს წევრებმა იმსჯელეს მუნიციპალური ტრანსპორტის მოზრაობის ახალ სქემაზეც. დამტკიცდა მწვანე ქალაქების სამოქმედო გეგმაც. დღევანდელი სხდომის დეტალებზე უფრო ვრცლად ნინია მესხიძე გვიამბობს.
პანდემიისას შექმნილი მდგომარეობის გამო, ბათუმის საკრებულომ გარემოვაჭრეების სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო. თვითდასაქმებულები გადასახადებისგან წლის ბოლომდე თავისუფლდებიან.
სხდომაზე იმსჯელეს ასევე მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის ახალ სქემაზეც. ემზარ ქავჟარაძის განმარტებით, ემატება ბასლაინები, შეიცვლება რამდენიმე მოკროავტობუსის მოძრაობის მიმართულება. გამოცხადდება კონკურსი 23-ვე სამარშრუტო ხაზზეც.
მძღოლები თავისუფლდებინ ნებართვის საფასურის გადახდისაგან, რომელიც ოქტომბრის თვეში უნდა დაეფარათ.ამისთვის, სამარშრუტო ტაქსის მძღოლებმა, მერიას, წერილობით უნდა მიმართონ.
წლის ბოლომდე გახანგრძლივდა ე.წ. „იაფი სახლის“ პროექტთან დაკავშირებული საკონსულტაციო განაცხადების მიღების ვადაც.
საკრებულომ დაამტკიცა დადგენილება, რომლის მიხედვითაც ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიას შერეული ზონის სტატუსი ექნება. მდინარე ჭოროხის მიმდებარე ადგილი კი სამრეწველო ზონად გამოცხადაა. დამტკიცდა მწვანე ქალაქების სამოქმედო გეგმაც.