19, ოქტომბერი 2020 17:25:00
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ბათუმში, მხარდამჭერებს, პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა. აჭარის უმაღლესი საბჭოში ბათუმის ოლქიდან ზურაბ ლომია იბრძოლებს, მაღალმთიანი აჭარიდან კი უშანგი ცეცხლაძე. რაც შეეხება საქართველოს პარლამენტს, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბათუმის ოლქში ტარიელ კალანდარიშვილი, ქობულეთში კი მირიან ბერაძე იქნება. ნათელაშვილმა შეკრებილებს პარტიის პროგრამაც გააცნო.