20, ივნისი 2017 17:06:00
2017 წლის აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა, სამინისტროებისა და უწყებების მომავალი 4 წლის პრიორიტეტების განსაზღვრა - ეს იმ საკითხების ნაწილია, რაც დღეს უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა ბიუროს სხდომაზე განიხილეს. გიორგი რომანაძის განმარტებით, კომისიებს საკითხების განხილვისთვის ვადა 21 ივნისამდე განესაზღვრა, რის შემდეგაც დეპუტატები რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელებენ. ბიუროს სხდომაზე დეპუტატების მიერ განხილული იყო დღის წესრიგით განსაზღვრული 11 საკითხი. მათ შორის სატყეო მეურნეობის მართვის, ასევე, სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ კანონში ცვლილება. კანონმდებლების გადაწყვეტილებით საკითხები განსახილველად კომისიებში უკვე ჩაეშვა.