19, ოქტომბერი 2020 21:30:00
სოფლის მეურნეობა - პრიორიტეტი, რაც პოსტპანდემიურ პერიოდში ქვეყნის დასაყრდენი უნდა გახდეს. როგორია პოლიტიკური სუბიექტების ხედვები და გეგმები. რა აკლია დღეს დარგს და როგორ წარმოუდგენიათ ფერმერებისა და ფერმერული მეურნეობების მხარდაჭრა გაძლიერებისთვის, რამდენად მოდის თანხვედრაში მათი სურვილები და პარტიული პროგრამები
მიწის რეფორმის გატარება არის სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ერთ-ერთი ძირითადი ამოსავალი "გირჩისთვის". აქ ამბობენ, რომ ყოველგვარი მცდელობა დარგის განვითარების ხელშესაწყობად ამაო იქნება, თუ კი წლების პროცესი საბოლოოდ არ ადსრულდება. მაჟორიტარობის კანდიდატი - ლალი ანთიძე ამბობს, რომ საამისოდ საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა უნდა მოხდეს.
ის, რომ მიწის რეფორმა გადაუდებელი აუცილებლობაა, ოპონენტის პოზიციას იზიარებენ პარტია "მოქალაქეებშიც". ძლიერი სოფლის მეურნეობის შექმნისთვის აქ კიდევ ერთი პარტიული დაპირება აქვთ. პირდებიან ფერმერებს, რომ სასაწყობე და სამაცივრე მეურნეობების ამომედებაში დაეხმარებიან.
როგორ უნდა აწარმოონ ხარისხიანი პროდუქტი და როგორ უზრუნველყონ მომხმარებლისთვის მისი უწყევეტი მიწოდება - ამგვარი გეგმა არ აქვთ პარტიაში - "ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსი", თუმცა ამბობენ, რომ შექმიან ჯგუფებს, რომლებიც ფერმერებს წარმოებული პროდუქტის სწორად რეალიზებას ასწავლიან.
"ლეიბორისტულ პარტიაში", ფიქრობენ, რომ ამა თუ იმ წარმოების განვითარებისთვის, დღეს ფერმერებს ყველაზე მეტად ფულადი სახსრები სჭირდებათ, ამიტომ სწორად მიაჩნიათ, გრძელვადიანი უპროპცენტო აგროსესხების გაცემა.
პარტია "ქართული იდეისთვის" მთავარი ამოცანა ადგილობრივი პროდუქტის ექსპორტზე გატანის ხელშეწყობაა. ამბობენ, რომ ამისთვის მთავარია ფერმერს ტექნიკურ აღჭურვაში დაეხმარონ, განავითარონ სამაცივრე მეურნეობები და მუდმივად უზრუნველყონ ხარისხიანი შხამ-ქიმიკატების მიწოდება. აქ ასევე ამბობენ, რომ პერსპექტივა აქვს კენკროვან კულტურებს.
რა იქნება კარგი სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს სასაუბრო ბევრი აქვთ, თუმცა როგორ აპირებენ იდეების სისრულეში მოყვანას გამარჯვების შემთხვევაში, პასუხები ნაკლებად აქვთ.