20, ოქტომბერი 2020 19:28:00
საქართველოს მთავრობა კრიტიკულ მედიას აიგნორებს. მაშინ, როცა წინასაარჩევნო პროცესში მმართველი გუნდის მონაწილეობა ყველა არხზე, ყველა გადაცემასა თუ დებატში ამომრჩევლის ინფორმირებულობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ქართული ოცნების წევრები ამ შესაძლებლობაზე უარს ამბობენ. არადა, "ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი" ამის საჭიროებაზე რეკომენდაციებში ღიად საუბრობს.