21, ოქტომბერი 2020 16:20:00
"დაუპიპინე ბიძინას" - ბათუმში, თბილისსა და ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში აქცია იმართება. იგი დილიდან დაიწყო. ორგანიზატორი პარტია "ევროპული საქართველოა". პარტიის წევრები, ბათუმში, ოფისთან შეიკრიბნენ. ავტომობილების კოლონა თბილისისკენ გაემართა. ბათუმის პარალელურად, აქცია თბილისში საკრებულოს შენობასთან დაიწყო. მონაწილეები "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან გეგმავენ მისვლას. შემაჯამებელი აქცია, თბილისში, 20:00 საათზე დაიწყება. აქციაში მონაწილე მანმქანებს დაკრული აქვთ სტიკერები წარწერით - დაუპიპინე ბიძინას.