20, ივნისი 2017 17:10:00
ამ წუთებში საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებს უსმენს. მოპასუხეები „მოსმენების კანონთან“დაკავშირებით მოსარჩელე მხარის მიერ სადაოდ გამხდარ ნორმებთან დაკავშირებით კონტრარგუმენტებს აყალიბებენ. ე.წ. მოსმენების კანონის რიგი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას, სასამართლოს კამპანია „ეს შენ გეხება“-ს ფარგლებში 326 მოსარჩელე, მათ შორის სახალხო დამცველი სთხოვს. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ ე.წ. მოსმენების გასაღებს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო ფლობს, რომელიც ისევ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარებაშია, ეს კი მოქალაქეებს ფარული მიყურადებისაგან არ იცავს. ანალოგიური სადაო ნორმები გასული წლის აპრილში სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად, ამიტომ მოსარჩელეები მოითხოვენ ამჯერად იგი პლენუმმა ძალადაკარგულად არსებითი განხილვის გარეშე, განმწესრიგებელ სხდომაზევე ცნოს.