22, ოქტომბერი 2020 17:00:00
პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა. საქართველოს პარლამენტში, მანდატის მოსაპოვებლად პაატა ცივაძე იბრძოლებს. ამომრჩეველბს სიტყვით გენერალურმა მდივანმა მიმართა. ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, მათი მთავარი მიზანი გაჩერებული ქვეყნის ამოქმედებაა. წარდგენის შემდეგ, მაჟორიტარებმა მოსახლეობასთან არსებულ პრობლემებსა და მათი მოგვარების გზებზე ისაუბრეს.