20, ივნისი 2017 17:04:00
დღესვე პარლამენტმა პრეზიდენტს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის მიზნით რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე მიმართა. რაზეც გიორგი მარგველაშვილმა უარი განაცხადა. პრეზიდენტი მოუწოდებს პარლამენტს დაჩქარებული წესით არ მიიღოს შაუთანხმებელი ცვლილებები. მიუხედავად უარის თქმისა პრეზიდენტმა ასევე, განმარტა, რომ პარლამენტს აქვს შესაძლებლობა ნებართვის გარეშე მაინც გამართოს რიგგარეშე სხდომა. მარგველაშვილი პარლამენტს მოუწოდებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე დაწეროს კონსტიტუციის პროექტის უკეთესი ვერსია.