23, ოქტომბერი 2020 17:07:00
ბათუმში, აფსაროსის გზატკეცილის მეორე შესახვევში სანიაღვრე არხის მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაგეგმილია ქუჩის მოასფალტებაც. ანალოგიური სამუშაოები პარალელურად მიმდინარეობს სვიშევსკის ქუჩასა და შესახვევებშიც. პროექტის საერთო ღირებულება, 2 მილიონ 300 ათას ლარია.