23, ოქტომბერი 2020 20:42:00
როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოშიც კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი დღითიდღე იზრდება, თუმცა აღსანიშნავია გამოჯანმრთელებულთა მზარდი სტატისტიკაც. ბოლო მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით კოვიდ19-ი 350-მა პაციენტმა დაამარცხა. მათგან ერთ-ერთია ოთარ აბაშიძეა. 87 წლის კაცი უხილავ მტერს 2 კვირის განმავლობაში ებრძოდა და საბოლოოდ, ვირუსი წარმატებით, ყოველგვარი გართულებების გარეშე დაამარცხა. ახლა იგი, სხვა ინფიცირებულ პაციენტებს მოუწოდებს, რომ კოვიდ19-ს პოზიტიური კუთხით შეხედონ.