26, ოქტომბერი 2020 17:52:00
დაუკმაყოფილებენ თუ არა მოთხოვნას ქობულეთში, ყოფილი სტატისტიკის შენობაში შესახლებულ ადამიანებს, დღის ბოლომდე უნდა გახდეს ცნობილი. თვითნებურად შესახლებულებსა და ქობულეთის მერის მოადგილეს, დღეს მორიგი სიტყვიერი დაპირისპირება ჰქონდათ. სახელმწიოფო ქონება აჭარის ეკონომიკის სამინისტრომ გაასხვისა, თუმცა ოჯახები თავიანთი ინტერესების დაცვას განაგრძობენ. ახლა მხარეები სამხარაულის ექსპერტიზის შეფასებას ელოდებიან, თუ რა ღირს ქონება, რომლისთვისაც ოჯახები იბრძვიან.