20, ივნისი 2017 20:03:00
აჭარის მელიტონ კუხიანიძის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლს „არსიანის“ სახელი ეწოდა. ცვლილება მთავრობის დადგენილების საფუძველზე განხორციელდა. ანსამბლი დღესვე ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში საანგარიშო კონცერტით წარსდგა. ღონისძიებაზე სულ 13 ნომერი შესრულდა. აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი 1921 წელს დაარსდა. 1961-წელს ანსამბლს ,,საქართველოს დამსახურებული ანსამბლის“ საპატიო წოდება მიენიჭა.