28, ოქტომბერი 2020 16:48:00
ახალი საპიკნიკე ინფრასტრუქტურა მთიან აჭარაში. ერთ-ერთი ასეთი წერტილი ჩირუხის ალპურ ტურისტულ მარშრუტზე განთავსდა. ჰამაკებით, საქანელებითა და ფანჩატურებით მოწყობილი გარემო ტურისტებს საშუალებას მისცემს, დაისვენონ და ისიამოვნონ პანორამული ხედებით. გარდა ჩირუხისა, მცირე მოსასვენებელი ზონები მოეწყო სოფელ შუამთასა და კაპნისთავში.