20, ივნისი 2017 20:09:00
მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკია პატიმრობაში რჩებიან. მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ ადვოკატების შუამდგომლობა, ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ არ დააკმაყოფიალა. ღოღობერიძისა და ჩხვირკიას სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში რვა საათზე მეტ ხანს მიმდინარეობდა. პროკურატურა ბრალდებულებს 11-12 მარტის აქციის ორგანიზებას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მუხლი 8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. დღევანდელ სხდომაზე სასამართლომ მტკიცებულებების დასაშვებობაზეც იმსჯელა