29, ოქტომბერი 2020 16:56:00
"მთავარი არხის" იმერეთის კორესპონდენტს, ირაკლი ვაჩიბერაძესა და გადამღებ ჯგუფს არხის კუთვნილი ტექნიკა გასტაცეს. ჟურნალისტის თქმით, აპარატურა ორმა ადამიანმა გაიტაცა, მათ ოპერატორი დაედევნა, თუმცა კვალს ამ დრომდე ვერ მიაგნეს. „მთავარი არხის“ ინფორმაციით, ინციდენტი იქამდე მოხდა, სანამ ვაჩიბერაძე პირდაპირ ეთერში ჩაერთვებოდა და ხელისუფლების მხრიდან, ვანის რაიონში არჩევნების გაყალბების სქემაზე ისაუბრებდა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს.