29, ოქტომბერი 2020 20:04:00
ზუსტად 2 დღეში ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნებია. 31 ოქტომბერს, კენჭისყრით, ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოს დავაკომპლექტებთ. რამდენიმე დღეში ასევე აჭარის უმაღლესი საბჭოს ახალი შემადგენლობა გვეცოდინება. ველოდოთ უნდა თუ არა რადიკალურ ცვლილებებს არჩევნების შემდეგ? პოლიტიკური სუბიექტების გეგმები ჩვენ „მაცნეს“ გამოშვებებში უკვე მოვისმინეთ, ახლა მოქალაქეების ჯერია. ხალხის ხმა ჩვვენს ობიექტივში.
ამ ძველისძველი ანდაზით, ერთ-ერთი ქობულეთელი ამომრჩეველი ხელმძღვანელობს. მას იმ 22 პოლიტიკურ სუბიექტს შორის, რომელიც მოახლოებული არჩევნებში გამარჯვებსითვის იბრძვის, არავინ ეგულება ისეთი, რომლისთვისაც საკუთარ ხმას გულით გაიმეტებს. რიგითი ამომრჩეველივით, კიდევ ბევრი ფიქრობს, თუმცა ბევრს არგუმენტების მიუხედავად, პროგნოზის გაკეთება უჭირს.
ცვლილებების მოლოდინი, ჩვენს ბათუმელ რესპოდენტებს არ აქვთ. არც იმის მოლოდინი, რომ არცევნების შემდეგ, ხალხის სასარგებლოდ, რამე სასიკეთო გაკეთდება. სულ მცირე ნაწილი ფიქრობს, რომ პარლამენტი მრავალპარტიული გახდება.
განსხვავებით ბათუმისაგან, რადიკალურ ცვლილებებს ელოდება ამომრჩეველი ხელვაჩაურის ოლქში, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ კი მათი ხმები არ გაყალბდება.
მმართველი გუნდის პოლიტიკა დღეს ჩვენი რესპოდენტების უმრავლესობამ დაიწუნა, თუმცა, სწორედ იმის გამო, რომ ხელისუფლებისგან გამჭვირვალე არჩვნების მოლოდინი არ აქვთ, არც ის ეიმედებათ, რომ 31 ოქტომბერი რადიკალურ ცვლილებებს მოიტანს.