31, ოქტომბერი 2020 08:37:00
მარნეულის მე-3 საუბნო საარჩევნო უბანზე მცირე ხმაური იყო, რაც უბნის რამდენიმე წუთის დაგვიანებით გახსნამ გამოიწვია.
"ევროპული საქართველოს" დამკვირვებლის განმარტებით, კომისიის ერთ-ერთ წევრს არ უშვებდნენ, ვინაიდან უთხრეს, რომ დააგვიანდა.
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადბით კი, უბნის დაგვიანებით გახსნის მიზეზი ის გახლავთ, რომ კომისიის ერთ-ერთმა წევრმა გადასატანი ყუთის გადატანაზე უარი განაცხადა, რის გამოც ხელახალი წილისყრა ჩატარდა.