31, ოქტომბერი 2020 09:58:00
ხმაური იყო ფოთში, მე-14 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საქალაქო თავმჯდომარის განცხადებით, უბნებზე მობილიზებული არიან აგიტატორები და არჩევნებზე მისულ ამომრჩევლებს მმართველი პარტიის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ, რაც კანონდარღვევაა.
ადგილზე შეკრებილი ადამიანები ოპოზიციის განცხადებებს უარყოფენ და მათ პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებენ. ბრალდებებს უარყოფს „ქართული ოცნებაც“ და აღნიშნულზე კომენტარს არ აკეთებს.