31, ოქტომბერი 2020 10:03:00
ძალიან ბევრი გაკეთდა ამ წლების განმავლობაში, საქართველო მზად არის დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად, მზად არის შემდგომი განვითარებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ გაანცხადა.
არჩილ თალაკვაძის განმარტებით, ხმა მისცა იმ პოლიტიკურ გუნდს, რომელსაც დემოკრატიული მართვა და ქვეყნის შემდგომი განვითარების უზრუნველყოფა შეუძლია.
„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის, მეც და ჩემი ოჯახის წევრებმაც გავაკეთეთ არჩევანი. ხმა მივეცი იმ პოლიტიკურ გუნდს, რომელსაც დემოკრატიული მართვა და ქვეყნის შემდგომი განვითარების უზრუნველყოფა შეუძლია. დარწმუნებული ვარ, რომ დემოკრატიული რეფორმები, რომელიც ჩვენ გავატარეთ ამ წლების განმავლობაში, პოზიტიურად უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის მომავლის და ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარების პროცესს, რაშიც თითოეული თანამოქალაქის მონაწილეობა აუცილებელია." - თქვა თალაკვაძემ.